ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის ვიზიტი თბილისში 

21:11, 16.10.2026

მაღალი რანგის სტუმარი საქართველოში. ეუთო-ს თავმჯდომარე და შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი ქვეყანაში პირველი ვიზიტით იმყოფება.

იგნასიო კასისის სტუმრობა განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს იმ ფონზე, რომ 24 ქვეყნის მოთხოვნით ეუთო-მ იანვარში საქართველოს მიმართ პირველად აამოქმედა ეუთოს მექანიზმის, რასაც მალევე ფაქტების დამდგენი მისიის მწვავე შინაარსის ანგარიში მოჰყვა. ვიზიტი მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ საქართველოს მომავალ წელს ეუთო-ს თავმჯდომარეობაზე განაცხადი აქვს გაკეთებული. ეუთო-ს თავმჯდომარის მთავარი გზავნილია, რომ საერთაშორისო წესების რღვევის, ომებისა და რეგიონული უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების ფონზე დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობასაც. კასისმა ოკუპაციის მძიმე შედეგები ადგილზე ნახა – ოფიციალური შეხვედრების გარდა, ის საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველო-შვეიცარიას შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზეც ისაუბრა, ამ კონტექსტში განსაკუთრებული აქცენტი ვაჭრობაზე გაკეთდა. რა შანსი აქვს საქართველოს ეუთოს თავმჯდომარეობის კანდიდატ ქვეყნებს შორის – დიდი ალბათობით გადაწყვეტილება უკვე მიღებული უნდა იყოს ნოემბერში ლუგანოში დაგეგმილ მინისტრთა საბჭოს სხდომაზე, რომელზეც ეუთო-ს თავმჯდომარემ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკვე მიიწვია.

 

მსგავსი