ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე პარლამენტთან აქციაზე – გამოხმაურება
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ეუთო-ს თავმჯდომარის რუსთაველზე აქციაზე მისვლა და ირაკლი კობახიძესთან გაუქმებული პირისპირ შეხვედრა კვლავ შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში.
საქართველოს მთავრობის განცხადებით, ირაკლი კობახიძესა და ელინა ვალტონენს შორის დაგეგმილი შეხვედრა, პრემიერ-მინისტრმა ეუთო-ს თავმჯდომარის კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო გააუქმა, თავად ელინა ვალტონენის მიერ მოგვიანებით გაკეთებული განმარტებით კი, შეხვედრა გრაფიკის ცვლილების გამო, ფინეთის ინიციატივით გაუქმდა. მმართველი გუნდის განცხადებით, ეუთო-ს თავმჯდომარემ რუსთაველის გამზირზე კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობით საქართველოს სუვერენიტეტი დაარღვია. ოპოზიცია კი – ელინა ვალტონენის აქციაზე მისვლაში პრობლემას ვერ ხედავს.