ეუთო-ს მინისტერიალი მილანში

ეუთო-ს მინისტერიალი იხსნება მილანში.

მონაწილეობას ქართული დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ხელმძღვანელობით მიიღებს.

საქართველოს პირველი დიპლომატის განცხადებით, ქართული მხარე ქვეყნის წინაშე უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებს, ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობისგან ადეკვატურ შეფასებას​ მოითხოვს.