ეუთო-ს მინისტერიალი

მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას – ეუთო-ს 27-ე მინისტერიალზე რუსეთი კვლავ კრიტიკის ობიექტი გახდა და მისი უკანონო ქმედებები კიდევ ერთხელ დაგმეს. მიღებულია ე. წ. ხუთეულის განცხადება, სადაც ხაზგასმულია ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით გაუარესებული მდგომარეობა.

რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონს შორის საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ „პროგრამის“ დამტკიცებას ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ საქართველოს მეგობართა ჯგუფშიც. ონლაინფორმატის შეხვედრას ორგანიზაციის 57 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, ელჩები და ეუთო-ს ლიდერები დაესწრნენ.

დატოვე კომენტარი