ეუთო-ს მინისტერიალი

საქართველოს გამო კოლეგების მწვავე გზავნილების და კრიტიკის მოსმენა მოუხდა დღეს სერგეი ლავროვს.

ბრატისლავაში ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი მიმდინარეობს. მონაწილე ქვეყნების პირველი დიპლომატების გამოსვლები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასაც დაეთმო. საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთი საერთაშორისო ნორმების და ვალდებულებების უხეშ დარღვევასა და აგრესიულ ქმედებებში დაადანაშაულეს. ახსენეს საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეც.

მინისტერიალის მონაწილეებს მიმართა თავად რუსეთის პირველმა დიპლომატმაც, თუმცა გამოსვლის დროს მას საქართველო საერთოდ არ უხსენებია.