მალტაზე ეუთო-ს მინისტერიალი გრძელდება.
დღეს პლენარული სხდომის ფორმატში განხილვის და განცხადებების თემა იყო საქართველო. გაკეთდა კრიტიკული შეფასებები. საკითხზე ილაპარაკა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმაც. მედიასთან გამართული სხდომის შესახებ კომენტარი უნდა გაეკეთებინა მაკა ბოჭორიშვილს, რომელიც მინისტერიალს ესწრება.