ეუთო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი

საქართველოში ეუთო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი გრძელდება. ფერიდუნ სინირლიოღლუ ამ წუთებში პარტია „ლელოსა“ და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“  წარმომადგენლებს ხვდება, მანამდე კი შეხვედრა გაიმართა გიორგი გახარიასთან .

ფერიდუნ სინირლიოღლუმ გუშინ უკვე გამართა შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და მთავრობის წევრებთან. მოინახულა საოკუპაციო ხაზთან სოფელი ოძისი და ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას. შეხვედრებზე საუბარი შეეხო ეუთო-სთან თანამშრომლობას, რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებს.