ეუთო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში

საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფელ ოძისში იმყოფებოდა ეუთო-ს გენერალური მდივანი. მანამადე კი, შეხვედრა შედგა საგარეო საქმეთა მინისტრთან.
მხარეებმა განიხილეს ეუთო-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და ისაუბრეს სამომავლო პერსპექტივებზე.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესზე, ამ მიმართულებით ეუთო-ს ჩართულობისა და როლის გაზრდაზე.

მხარეებმა დააფიქსირეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების ფორმატების მხარდაჭერა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართული მხარის აქტიურ და ნაყოფიერ თანამშრომლობას ეუთო-ს დამოუკიდებელ ინსტიტუტებთან.