დილიდან ეუთო-ს გენერალური მდივანი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს შეხვდა. ხაზი გაესვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ეუთო-ს როლსა და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეობის გზით. თეა ახვლედიანმა გენერალურ მდივანს გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრიორიტეტები, მიზნები და ამოცანები. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
შეგახსენებთ, ეუთო-ს გენმდივანი გუშინ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისშიც იმყოფებოდა და პირადად გაეცნო იქ არსებულ ვითარებას. ვიზიტის ფარგლებში დღეს ეუთო-ს გენერალური მდივანი შეხვდება ქვეყნის პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს.