საქართველოში ვიზიტად მყოფი ეუთო-ს გენერალური მდივანი დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. ფერიდუნ სინირლიოღლუსთან პირველი შეხვედრაზე ცალკე პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია იმყოფებოდა. ოპოზიციის ნაწილის საერთო ფორმატში კი ეუთო-ს გენმდივანთან შეხვედრა კოალიცია „ძლიერი საქართველოდან“ ბადრი ჯაფარიძემ და სალომე სამადაშვილმა, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობიდან“ კი თინა ბოკუჩავამ და გიგი წერეთელმა გამართეს.
ეუთო-ს გენმდივანთან შეხვედრაზე უარი განაცხადა კოალიციამ „ცვლილებისთვის“. აუდიენციის დასრულების შემდეგ, „რონდელის ფონდი“ უკომენტაროდ დატოვა ეუთო-ს გენმდივანმა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით კი, შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე, მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებისა და ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, შეხვედრაზე კვლავ გააჟღერეს პოზიცია, რომ მსგავსი ვიზიტები ხელისუფლებას შესაძლებლობას აძლევს აღნიშნული საკითხი ლეგიტიმაციის მისაღებად გამოიყენოს.