ეუთო-ს ექსპერტთა მისიის მუშაობის საკითხი - პოლიტიკური შეფასებები
კვლავ შეფასებების თემაა ეუთო-ს ექსპერტთა მისიის მუშაობის საკითხი – ოპოზიცია მისიასთან თანამშრომლობისთვის მზად არის. იმავეს აანონსებს უმრავლესობაც. შეგახსენებთ, რომ 29 იანვარს დიდმა ბრიტანეთმა და ეუთო-ს 23-მა ქვეყანამ საქართველოსთან მიმართებით ე.წ. მოსკოვის მექანიზმი გაააქტიურა და ექსპერტთა მისიის შექმნა მოითხოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, მისიას დაევალა: „მოახდინოს საქართველოში ადამიანის უფლებებთან და ფუნდამენტურ თავისუფლებებთან დაკავშირებით ბოლოდროინდელი მოვლენების დოკუმენტირება; ასევე მოამზადოს რეკომენდაციები შეშფოთების საკითხების გადაჭრის შესახებ“.