ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნა - პოლიტიკური შეფასებები

ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ პროექტთან დაკავშირებით, ერთობლივ დასკვნას აქვეყნებენ. საუბარია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის მიერ ინიცირებული საარჩევნო კოდექსის ცვლილების პროექტზე, რომელიც ეუთო/ოდირში იყო გადაგზავნილი.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საარჩევნო სისტემისა და პოლიტიკური პარტიების კანონმდებლობაში ნებისმიერი წარმატებული ცვლილება მინიმუმ შემდეგ სამ ელემენტზე უნდა იყოს დაფუძნებული:

„1. ნათელი და ყოვლისმომცველი კანონმდებლობა, რომელიც საერთაშორისო ვალდებულებებსა და სტანდარტებს პასუხობს და ასევე პასუხობს წინასწარ რეკომენდაციებს;

2. კანონმდებლობის მიღება ფართო კონსენსუსისა და ყველა დაინტერესებულ მხარესა და საჯარო კონსულტაციების შემდეგ;

3. პოლიტიკური ვალდებულების აღება, რომ მსგავსი კანონმდელობა კეთილსინდისიერად განხორციელდეს. ოდირი და ვენეციის კომისია აღნიშნავენ, რომ მსგავსი ცვლილებების მომზადება და ღია გამჭირვალე პროცესი გაზრდის ნდობას მიღებული კანონმდებლებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ“.

გარდა ამისა, ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი გამოქვეყნებულ ერთობლივ სასწრაფო დასკვნაში ხაზს უსვამენ საარჩევნო კანონის სტაბილურობის მნიშვნელობას, რაც „საარჩევნო პროცესებში საზოგადოების ნდობის წინაპირობაა და გულისხმობს, რომ საარჩევნო კანონმდებლობა და განსაკუთრებით, მისი ფუნდამენტური ელემენტები უნდა შეიცვალოს მომდევნო არჩევნების წინ“. დოკუმენტში მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები. სრულად ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის ერთობლივ დასკვნას შეგიძლიათ, გაეცნოთ ჩვენს ვებ-გვერდზე 1tv.ge

როგორ კითხულობს და როგორ აფასებს ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის ერთობლივ დასკვნას პოლიტიკური სპექტრი, თამარ წიკლაური დეტალებით.

დატოვე კომენტარი