ეუთო/ოდირის შუალედური ანგარიში

2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, 19 აპრილს მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების შემდეგ საკანონმდებლო ბაზა არსებითად შეიცვალა. დოკუმენტში ასევე საუბარია წინასაარჩევნო პროცესის გაშუქებაზე. აღნიშნულია, რომ კამპანია ფართოდ შუქდება ბეჭდურ და ონლაინმედიასა და სოციალურ ქსელებში. ოდირი-ს სადამკვირვებლო მისიასთან საუბრისას ოპოზიციური პარტიების უმეტესობა აცხადებს, რომ პოლიტიკური გარემო მეტისმეტად წყალობს მმართველ პარტიას, მათ შორის საარჩევნო შემოწირულობების ხელმისაწვდომობის მხრივ და გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ მთავრობის მიერ ბოლო პერიოდში რიგი სოციალური და ეკონომიკური პროექტების დაწყებამ კიდევ უფრო გაამძაფრა ეს საკითხი“.

ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ კანონი კრძალავს არჩევნების დანიშვნის შემდეგ სოციალური და ეკონომიკური პროექტების დაწყებას, მთავრობამ განაცხადა, რომ პროექტები დაიწყო არჩევნების გამოცხადებამდე. დოკუმენტში ასევე საუბარია 19 აპრილის შეთანხმებაზეც. აქვე შუალედურ ანგარიშში ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო გარემო გამოირჩევა ღრმა პოლარიზებით მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის.