ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში

როგორ ჩატარდა საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები – ეუთო/ოდირი საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს. საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის განცხადებით, არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა, თუმცა ანგარიშში ასევე ყურადღება გამახვილებულია ამომრჩევლებზე ზეწოლის ბრალდებებსა და საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების უნდობლობაზე.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საქართველოში არსებული სამართლებრივი ჩარჩო დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად მთლიანობაში მყარ საფუძველს იძლევა, თუმცა მაინც არსებობს ხარვეზები და ბუნდოვანება. ეუთო/ოდირის დასკვნაში საუბარია არჩევნების გაშუქებაზეც. დოკუმენტში წერია, რომ ყველა კერძო მაუწყებელი იყო აშკარად მიკერძოებული, მაშინ, როდესაც ძირითად კანდიდატებს საზოგადოებრივ არხებზე დაეთმოთ შედარებით თანაბარი დრო, ძირითადად ნეიტრალური გაშუქებით. ეუთო/ოდირი ხელისუფლებას რეკომენდაციებსაც აძლევს. გამოქვეყნებულ ანგარიშს შეფასებები მოჰყვა როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის მხრიდანაც.

ნათია ქენქაძე დეტალებით.

დატოვე კომენტარი