ხელისუფლების გადაწყვეტილება 4 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთო-ოდირის მოწვევასთან დაკავშირებით, ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა. ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს, აღნიშნულს მიესალმება, ბოიკოტში მყოფი პარტიები კი ამბობენ, რომ ამით „ქართული ოცნება“ 4 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმაციის მოპოვებას ცდილობს.