ეუთო/ოდირის მოწვევა - შეფასებები

ხელისუფლების გადაწყვეტილება ეუთო-ოდირის მოწვევასთან დაკავშირებით, ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა. ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს, აღნიშნულს მიესალმება, ბოიკოტში მყოფი პარტიები კი ამბობენ, რომ ამით „ქართული ოცნება“ 4 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმაციის მოპოვებას ცდილობს და ამის საშუალება მათ პირველ რიგში ოპოზიციამ არ უნდა მისცეს. „ნაციონალური მოძრაობა“ „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. ოპონენტების განცხადებები არ უკვირთ მმართველ გუნდში.