ეუთო/ოდირის გადაწყვეტილება – შეფასებები

15:15, 10.09.2025

ეუთო/ოდირი 4 ოქტომბრის არჩევნებზე მისიის განთავსების შესაძლებლობას ვერ ხედავს, თუმცა მანდატის ფარგლებში მოვლენების მონიტორინგს გააგრძელებს. ასეთია პასუხი საქართველოს ხელისუფლების მიერ გაგზავნილ მოწვევაზე. აღნიშნული პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი აცხადებს, რომ არჩევნებამდე თვეზე ნაკლები დროით ადრე, საქართველოს ხელისუფლების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ორგანიზაციის მიწვევა სანდო და შინაარსიანი დაკვირვებისთვის არასაკმარისი დროა.

განცხადების თანახმად, საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტებში ოდირმა არაერთხელ გაუსვა ხაზი დროული მოწვევის მნიშვნელობას, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო არჩევნების სანდო და ყოვლისმომცველი დაკვირვება. მათივე ცნობით, ორგანიზაციას გასულ წლებში შესაძლებლობა ჰქონდა, ეფექტიანად მომზადებულიყვნენ, რადგან ამისთვის შესაბამისი დროც ჰქონდათ.

მსგავსი