ეუთო/ოდირის გადაწყვეტილება – შეფასება პოლიტიკურ სპექტრში
ისევ პოლიტიკური შეფასებები თემაა ეუთო/ოდირის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მისია მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს არ დააკვირდება. ავტორიტეტულმა სადამკვირვებლო მისიამ მოწვევაზე უარი თქვა. მიზეზად მუნიციპალურ არჩევნებამდე დარჩენილი მცირე დრო დაასახელა. განცხადების თანახმად, საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტებში ოდირმა არაერთხელ გაუსვა ხაზი დროული მოწვევის მნიშვნელობას, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო არჩევნების სანდო და ყოვლისმომცველი დაკვირვება. მათივე ცნობით, ორგანიზაციას გასულ წლებში შესაძლებლობა ჰქონდა, ეფექტიანად მომზადებულიყვნენ, რადგან ამისთვის შესაბამისი დროც ჰქონდათ. მმართველი გუნდის შეფასებით, ეუთო/ოდირის დასკვნა მოსალოდნელი იყო.