ეუთო/ოდირის დასკვნას ოპონენტები სხვადასხვაგვარად კითხულობენ. სანამ ოპოზიცია გამოქვეყნებულ დოკუმენტს ისტორიაში ყველაზე ნეგატიურ დასკვნას უწოდებს და ხელახალი არჩევნების დანიშვნის დამატებით საფუძვლებზე საუბრობს, ხელისუფლება შეფასებით კმაყოფილია და ყურადღებას დოკუმენტის იმ ნაწილზე ამახვილებს, სადაც აღნიშნულია, რომ არჩევნები კონკურენტული იყო.