ეუთო/ოდირის დასკვნა - პოლიტიკური შეფასებები

ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ეუთო-ოდირის დასკვნა, რასაც სალომე ზურაბიშვილი ეყრდნობა, განსხვავებულად წაიკითხეს. „ქართული ოცნება“ ხაზს უსვამს, რომ დასკვნაში არაფერია ნათქვამი მთელ რიგ საკითხებზე, რასაც ოპოზიცია მთავარ პრობლემად ასახელებდა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დოკუმენტმა დაადასტურა, რომ არჩევნები თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა. ოპოზიცია კი გამოქვეყნებულ დოკუმენტს ისტორიაში ყველაზე ნეგატიურ დასკვნას უწოდებს და მიიჩნევს, რომ ის უნდა გახდეს საფუძველი იმისა, რომ ქვეყანაში ახალი არჩევნები დაინიშნოს.