ეუთო/ოდირის დასკვნა

ცნობილია ეუთო/ოდირის დასკვნა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. შემაჯამებელ დასკვნაში ასახულია ის პროცესები, რასაც ადგილი ჰქონდა არჩევნებამდე და უშუალოდ არჩევნების დღეს, შეფასებულია ხმის მიცემის პროცესი, ამ პროცესის გაშუქება მედიის მიერ, კანონმდებლობა და ის ხარვეზები, რაც დაფიქსირდა არჩევნების მიმდინარეობისას.

დასკვნაში დადებითად არის შეფასებული კანდიდატების მიერ კამპანიის თავისუფლად წარმოება და არჩევნების დღის ადმინისტრირება და პროცედურები, თუმცა, კრიტიკულია ის ნაწილი, რომელიც ამომრჩეველთა დაშინებას, ზეწოლას, იძულებასა და ბოლო დროს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ეხება.