ეუთო/ოდირ-ის მისიის მოწვევა - პოლიტიკური შეფასებები

ხელისუფლების გადაწყვეტილება ეუთო/ოდირ-ის მოწვევასთან დაკავშირებით, კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა. ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს, აღნიშნულს მიესალმება, ბოიკოტში მყოფ პარტიებში კი ამბობენ, რომ ამით „ქართული ოცნება“ 4 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმაციის მოპოვებას ცდილობს და ამის საშუალება მათ პირველ რიგში ოპოზიციამ არ უნდა მისცეს. მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა“ „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. ოპონენტების განცხადებები არ უკვირთ მმართველ გუნდში, სადაც ამბობენ, რომ ოპოზიცია ახლა ყველა მხრივ გაკოტრებულია.