Europe Shine A Light - 16 მაისს, 23:00

Europe Shine A Light – შოუ 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ნაცვლად, ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) გადაწყვეტილებით, 16 მაისს ჩატარდება.

შოუს პირდაპირი ტრანსლაცია საქართველოს პირველ არხზე 23:00 საათიდან დაიწყება.

შოუში მონაწილეობას 41 ქვეყნის კონკურსანტები მიიღებენ, რომლებიც 2020 წლის ევროვიზიაზე უნდა გამოსულიყვნენ, მათ შორის თორნიკე ყიფიანი, სიმღერით Take Me As I Am („მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ“).