Eurobarometer-ის კვლევის შედეგები – შეფასებები

18:09, 28.08.2026

ევროპარლამენტი Eurobarometer-ის კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც აჩვენებს იმას, თუ როგორ აფასებენ ევროპელები საკუთარ მომავალს, ცხოვრების დონეს, ფასებს, ეკონომიკურ მდგომარეობას და ევროკავშირის პოლიტიკურ პრიორიტეტებს. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 75% ფიქრობს, რომ თანამედროვე პრობლემურ სამყაროში, ევროკავშირი სტაბილური ადგილია. გამოკითხულთა 68% თვლის, რომ ევროკავშირის როლი მოქალაქეების დაცვაში, გლობალური კრიზისებისა და უსაფრთხოების რისკებისგან მომავალში უფრო მნიშვნელოვანი უნდა გახდეს. Eurobarometer-ის გამოკითხვის თანახმად 73%-ს სურს, რომ ევროკავშირს მეტი საშუალება ჰქონდეს გლობალური გამოწვევების დასაძლევად. ამასთან, კვლევის თანახმად, ბოლოდროინდელმა გლობალურმა მოვლენებმა კიდევ უფრო გაამწვავა ევროპელების პესიმისტური შეხედულება მსოფლიოს მომავალთან დაკავშირებით. უფრო კონკრეტულად კი, 58% პესიმისტურად არის განწყობილი მსოფლიოს მომავლის მიმართ. ამასთან, გამოკითხულთა 44% საკუთარ ამჟამინდელ განცდად ყველაზე ხშირად „გაურკვევლობას“ ასახელებს, 29% კი – ელოდება, რომ უახლოეს წლებში მისი ცხოვრების დონე გაუარესდება. Eurobarometer-მა კვლევა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში ჩაატარა და 26 421 რესპონდენტი გამოკითხა.

მსგავსი