ეტრუსკული ცივილიზაციისადმი მიძღვნილი გამოფენა

იდუმალებით მოცული ეტრუსკული სამყარო – საქართველო პირველად მასპინძლობს ეტრუსკული ცივილიზაციისადმი მიძღვნილ გამოფენას. იტალიის ტერიტორიაზე რომის რესპუბლიკამდე მცხოვრები ხალხის, მათი წეს-ჩვეულებების და უძველესი ცივილიზაციის შესახებ ეროვნულ მუზეუმში უნიკალური ექსპონატებია წარმოდგენილი.

მათ შორის რამდენიმე ნაკეთობა კოლხურ ცივილიზაციასთან ასოცირდება. გამოფენა, იტალიის საელჩოს ორგანიზებულია და მიზანი სახელგანთქმული კანოპების სკულპტურების, ბრინჯაოს, კერამიკული და ოქროს ნაკეთობებით, ეტრუსკული სამყაროს მრავალფეროვნების წარმოჩენაა.