ისტორიკოსი, რომელიც სამეგრელოში ეთნოსოფელზე ოცნებობს, თავად გახდა კოლექციონერი. 300 წლის ლაზური სახლი, უძველესი კოლხური იარაღები, მონეტები და უნიკალური ისტორიული არტეფაქტები – ეს ყველაფერი ზუგდიდელი იოსებ შენგელიას პირად კოლექციაშია თავმოყრილი. ექსპონატებს შორის საბრძოლო იარაღები ჭარბობს, რომლებიც სამი საუკუნის ლაზურ სახლში აქვს გამოფენილი. ისტორიისა და ეთნოგრაფიის სიყვარულით შექმნილი სივრცე სტუმრებს წარსულში ამოგზაურებს.
ისტორიის მცველი ზუგდიდიდან – ნატალია ბერულავასა და მურად ფარცვანიას რეპორტაჟი #მოამბერეგიონები