ეთნო-ჯაზ ჯგუფ „ირიაოს“ ახალი პროექტი
ქართული ფოლკლორისა და ჯაზის სინთეზი: ცნობილი მუსიკალური ჯგუფი „ირიაო“ მსმენელთან შესახვედრად ემზადება. წარმოდგენილი იქნება ახალ ალბომში შესული კომპოზიციები. ჯგუფი, რომელიც სიმღერებს ჯაზის და ეთნო-ხალხური მუსიკის ჟანრში ასრულებს, 13-წლიან ისტორიას ითვლის.
ახალი კომპოზიციების ავტორი კომპოზიტორი, დავით მალაზონიაა.
ეთნო-ჯაზ ჯგუფი „ირიაო“ რიგით მესამე ალბომს მსმენელს 4 მაისს გრიბოედოვის თეატრში წარუდგენს.