სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი 2014 წელს ჩამოყალიბდა. მისი ძირითადი მიზანი აგრარულ სექტორში სამეცნიერო კვლევების განვითარება, ადგილობრივი გენოფონდის დაცვა და ინოვაციური მიდგომების დანერგვაა. ქართული აგრომრავალფეროვნების მნიშვნელოვანი ნიმუშები სწორედ ცენტრის საკოლექციო ნაკვეთებიდანაა მიღებული. მცენარეთა გენეტიკური რესურსების მოძიების, აღდგენისა და კონსერვაციის გარდა, აქ შინაური ცხოველებისა და ფრინველების ადგილობრივი ჯიშების გადარჩენაზეც მუშაობენ. დღეს კი გაგაცნობთ ეთნოფერმას, სადაც რამდენიმე ქართული პოპულაციის შენარჩუნება მოხერხდა.