ეთნიკური უმცირესობების პრობლემები

საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წინაშე მდგარი გამოწვევები, – საკითხზე ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა.

მკვლევარებმა და ექსპერტებმა მთავარ პრობლემად პოლიტიკაში არა-დომინანტური ეთნიკური ჯგუფების ჩართულობა და განათლების ხელმოსაწვდომობა გამოყვეს. კონფერენციის მეორე ნაწილში, ამ მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ეთნიკურ ჯგუფებთან მათი მუშაობის სტრატეგიებსა და ახალ პერსპექტივებზე იმსჯელეს.

შეხვედრის ფარგლებში „ი-ემ-სის“ მიერ მომზადებული სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც ეთნიკური უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებით საერთაშორისო სტანდარტებს მიმოიხილავს. სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია ქართულ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე.