ეთნიკური სომხების საახალწლო მზადება

ახალი წლის შესახვედრად ემზადებიან საქართველოში მცხოვრები ეთნიკური სომხები.

ქართულ და სომხურ ტრადიციებს შორის არაერთი მსგავსებაა. მრავალწლიანმა თანაცხოვრებამ ორი ერის და კულტურის ადათ-წესები და რიტუალებიც დააახლოვა. დღესასწაულისთვის ირთვება სახლები და მზადდება საახალწლო სუფრა, სადაც აუცილებლად ნახავთ ქართული კულინარიისთვის ცნობილ რამდენიმე კერძს, ასევე ჩურჩხელას, გოზინაყს და ჩირს. არსებობს კერძებთან დაკავშირებული ადათ-წესებიც, რომლებიც ახალი წლის დადგომისას სრულდება.