ეთიკის კოდექსი საფინანსო კომპანიებისთვის

ვადაგადაცილებული სესხების ამომღებ კომპანიებზე კონტროლი მკაცრდება.

შეიქმნა ეთიკის კოდექსი, რომელმაც პროცესი უნდა დაარეგულიროს. ეროვნული ბანკის მიერ მომზადებულ კოდექსში გაწერილია პრობლემურ კლიენტებთან ურთიერთობის ვადები, ასევე იკრძალება ვადაგადაცილებულ სესხებზე ინფორმაციის მესამე პირებისთვის, მათ შორის ოჯახის წევრებისთვის, მიწოდება. დაუშვებელია პრობლემურ კლიენტებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა და ბულინგიც. სესხების ამოღების პროცესს ეროვნული ბანკი გაუწევს ზედამხედველობას. მსგავსი დოკუმენტის შექმნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ბოლო წლებში ვადის გადაცილების გამო მოქალაქეებზე მუქარის და ზეწოლა-დაშინების ფაქტებმა სისტემური ხასიათი მიიღო.