ეტიკეტირების წესის დარღვევის შემთხვევები

12:28, 05.11.2025

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წელს ეტიკეტირების წესის 770 სამართალდარღვევა გამოავლინა. სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოწმდება სუპერმარკეტები, სასურსათო მაღაზიები, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, საკონდიტროები და აგრარული ბაზრები. სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, სურსათის შეძენის დროს ყურადღებით გაეცნოს ეტიკეტზე განთავსებულ ინფორმაციას. აღნიშნული წესები ევროკავშირთან „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ (DCFTA) შეთანხმების ფარგლებში და 2019 წლიდან მოქმედებს.

მსგავსი