ეტიკეტირების ახალი წესები

სურსათის შეფუთვის ახალი რეგულაცია.

კომპანიები ტენიკური რეგლამენტის ამოქმედების გადავადებას კიდევ ერთხელ ითხოვენ. საკითხზე რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდნენ ბიზნეს ომბუდსმენთან. ყურადღება გამახვილდა ეტიკეტირების წესებსა და პრობლემებზე. ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიები ახალი ტექნიკური რეგლამენტის მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების მიზნით, დამატებით დროს ისევ ითხოვენ.

შეგახსნებთ, რომ სიახლე რომელიც უნდა ამოქმედებულიყო გასული წლის 1 სექტემბრიდან, ერთხელ უკვე 6 თვით გადავადდა.