ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია
ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ეთერ ლიპარტელიანმა ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველობა დათმო და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში გასული ქართველი ძიუდოისტი იაპონელ აკარი ომორისთან დამატებით დროში დამარცხდა. ოქროს მედლის მოპოვების შემთხვევაში 27 წლის ძიუდოისტი ორგზის მსოფლიო ჩემპიონი იქნებოდა. ფინალის საგზური ლიპარტელიანმა საკმაოდ დაძაბულ ორთაბრძოლებში მოიპოვა, მეთექვსმეტედფინალში, მერვედფინალში, მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში მან ურუგვაელი, ბრაზილიელი, ხორვატიელი და გერმანელი მეტოქეები დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს უკვე ორი მედალი აქვს – პირველი, ანუ ბრინჯაოს მედალი ორი დღის წინ გიორგი სარდალაშვილმა მიიღო.