ესტონური სანქციების პოლიტიკა

21:18, 06.03.2025

რა სახის ინფორმაციაზე დაყრდნობით და ვისი ჩართულობით გააფართოვა ოფიციალურმა ტალინმა სანქცირებულთა სია. იმის მიუხედავად, რომ ესტონეთმა სანქციების მთავარ არგუმენტად საქართველოში ადამიანის უფლებების უხეში და სისტემური დარღვევების ფაქტები დაასახელა, პროცესში დამატებითი კითხვის ნიშნები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ გააჩინა. არასამთავრობო ორგანიზაციამ ესტონეთის მიერ სანქცირებულ ქართველ პირთა სიას, სანქცირების მიზეზებიც დაურთო, სადაც მაგალითად ლაშა ტალახაძის პერსონა ნონგრატად გამოცხადების მიზეზად მსოფლიო სამგზის ჩემპიონის და ამ ეტაპზე ოცნების დეპუტატის აგრესიულობაა დასახელებული. გამოქვეყნებული ინფორმაცია „ქართული ოცნებისთვის“ კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ სია ესტონეთის, ქართული ოპოზიციისა და მესამე სექტორის კოორდინაციით შეიქმნა.

მსგავსი