ესტონეთისა და ლიეტუვის სანქციები - გამოხმაურება

ესტონეთი და ლიეტუვა სანქცირებულთა სიას ზრდის. ესტონეთმა სანქციები კიდევ 14, ლიეტუვამ კი 17 ქართველ თანამდებობის პირს დაუწესა. მათ შორის არის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს ინფორმაცია. ისინი საკუთარ განცხადებებში საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის ჩაგვრაზე საუბრობენ და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოქმედებისკენ მოუწოდებენ. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ სანქციების სია კიდევ გაიზრდება და მიმდინარე მოვლენების გამო დასავლეთი „ქართულ ოცნებას“ სათანადო პასუხს გასცემს. თავად მმართველ გუნდში ორი ქვეყნის მხრიდან სანქციების დაწესებას უსამართლო გადაწყვეტილებას უწოდებენ.