ესტონეთისა და ლიეტუვას მიერ დაწესებული სანქციები - გამოხმაურება პოლიტიკურ სპექტრში

ლიეტუვისა და ესტონეთის მიერ დაწესებული ახალი სანქციები შეფასებების თემაა თბილისში. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ესაა პასუხი „ქართული ოცნების“ ქმედებებზე. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ სიმართლე მათ მხარესაა და მოქმედებენ ქვეყნის ინტერესებით.

განახლებული სიის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს ინფორმაცია. მათი თქმით, ისინი არ დაუშვებენ ძალადობასა და ჩაგვრას მშვიდობიანი აქციების მონაწილეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის მიმართ. ასევე ისმის მოწოდებები ევროკავშირის მხრიდან შესაბამისი რეაგირებისკენ.

საქართველოს მთავრობის განცხადება