ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობას გმობს. უწყების „ტვიტერის“ გვერდზე ვკითხულობთ, რომ „ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. ესტონეთი მკაცრად გმობს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის 12 წლით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, – წერია განცხადებაში.

დატოვე კომენტარი