ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება

საქართველოში მიმდინარე პროცესებს აფასებს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. „ქართული ოცნების“ მთავრობას ნიღბები ჩამოეხსნა და ეს უკვე საკმაოდ ცხადი იყო რამდენიმე თვის წინ. სამწუხაროდ, არჩევნების შემდეგ ყველაფერი, რასაც ვხედავთ, არ არის ის, რაც ქართველ ხალხს სურს, – განაცხადა მარგუს ცაჰკამსიენენთან“ ინტერვიუში.

ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ბალტიის სამმა ქვეყანამ სანქციები დააწესა იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც, მისი თქმით, პასუხისმგებელნი არიან ამ ძალადობაზე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანთან დაკავშირებით წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვაზე მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები ევროკავშირსა და ქართველ ხალხს ატყუებენ.