ესტონეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება - შეფასებები

ესტონეთმა სანქციები კიდევ 14 ქართველ თანამდებობის პირს დაუწესა. მათ შორის არის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა. მარგუს ცაჰკნა წერს: „ქართული ხელისუფლების მიერ პროტესტის მონაწილეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ განხორციელებული ძალადობა დანაშაულებრივია და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს. მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა ქვეყანას, რეაგირება მოახდინოს და შესაბამისი ქმედებები გაატაროს“, – წერს ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. მანამდე, ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოაქვეყნეს იმ ქართველთა სია, რომლებსაც მათ ქვეყნებში შესვლა აეკრძალათ.

ესტონეთის მიერ დაწესებულ სანქციებს პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა.