ესტონეთის გადაწყვეტილება – პოლიტიკური შეფასებები

21:15, 14.02.2026

თბილისიდან ერევანში, არადიპლომატიური ნაბიჯი თუ სტანდარტული როტაცია. ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკის, სანქციების დაწესებისა და აქციებში ოფიციალური პირების ღიად მონაწილეობის შემდეგ, ესტონეთის ხელისუფლებას ელჩი საქართველოდან სომხეთში გადაჰყავს. არაფერი თქმულა, როდის ან საერთოდ უნდა ველოდით თუ არა ახალ დიპლომატს, თუმცა საელჩოს დროებითი რწმუნებული უხელმძღვანელებს.

„ქართულ ოცნებას“ ეს გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებია იმ სახელმწიფოსგან, რომელმაც ქართულ არასამთავრობოებს საეჭვო მისამართზე რეგისტრაციით ერთგვარი თავშესაფარი, მათი დამფუძნებლების ნაწილს კი ესტონური პირადი ნომრებიც კი მიანიჭა. რაც შეეხება ოპოზიციას, მისთვის ესტონეთის გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის ბოლოდროინდელი ურთიერთობის ლოგიკური გაგრძელებაა.

მსგავსი