ესტატე ხმალაძის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიხსნა

„ალბათობის თეორიასა და სტატისტიკაში“, – ამ სახელწოდებით გაიხსნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსის და პედაგოგის, საქართველოს სტატისტიკური ასოციაციის დამფუძნებლის, პროფესორ ესტატე ხმალაძის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია.

ღონისძიებაში მონაწილეობენ ალბათობის თეორიასა და სტატისტიკაში მოღვაწე მეცნიერები სხვადასხვა ქვეყნიდან. პროფესორმა ხმალაძემ 2007 წელს დაარსა თავისივე სახელობის სტიპენდია თსუ-ს წარჩინებული მაგისტრებისთვის. ფაკულტეტს უკვე ჰყავს ამ სტიპენდიის მფლობელი არაერთი მაგისტრი როგორც მათემატიკის, ისე ფიზიკის მიმართულებიდან.

გამოჩენილი მათემატიკოსი თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ უნივერსიტეტის საიუბილეო მედლით დააჯილდოვა.

კონფერენცია დღეს გაიხსნა და მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.