ესპანეთი-საქართველო პირველ არხზე

მზადება მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის მატჩამდე – ხვალ „ჯვაროსნები“ ესპანელ მეტოქეებს ხვდებიან. თამაშის წინ საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნაკრების მეკარესთან ერთად მედიის შეკითხვებს უპასუხა. ნაკრები ესპანეთში სრული შემადგენლობითაა ჩასული. საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრა ქალაქ ელჩეში გაიმართება და მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას ტრადიციულად პირველი არხი შემოგთავაზებთ. შესარჩევი ჯგუფის პირველი ორი შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრებს სამი ქულა აქვს და ამ მომენტისთვის ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს. ხვალინდელი მატჩის ჩათვლით წინ კიდევ ოთხი თამაშია

„მოამბე“ ესპანეთიდან – ნინო გაბელია იმყოფება ელჩეში.