„ეს საქართველოა“

პასუხი მათ, ვინც საქართველოს რუკას ამახინჯებს.

ქართველი გიდები დღეიდან სპეციალურ კამპანიას იწყებენ, რათა ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ უცხოელ ტურისტებს, პირველ რიგში კი რუს ვიზიტორებს, საქართველოს ისტორიასა და საზღვრებზე ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ. „ეს საქართველოა“- ამ სახელწოდების აქციის ჩატარება მას შემდეგ გადაწყდა, რაც რამდენიმე უცხოური ტურისტული, ძირითადად, რუსული კომპანიის ვებგვერდზე საქართველოს რუკები ოკუპირებული რეგიონების გარეშე განათავსეს.

კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია სპეციალური ტურების მოწყობა საოკუპაციო ხაზებთან.