„ეს არის რეალობა და ზედმეტად ნუ იმუქრებიან“ - ირაკლი კობახიძის განცხადება

„ეს არის რეალობა და ზედმეტად ნუ იმუქრებიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ პროპორციული სისტემის პროექტის ჩავარდნის გამო ოპოზიციური პარტიების მიერ დაანონსებულ საყოველთაო მობილიზაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

„რადიკალური მოქმედებები არ არის ახალი მათი მხრიდან. ერთადერთი რესურსი, რაც მათ აქვთ, არის რადიკალიზმი, თუმცა ეს რადიკალიზმიც არის წარუმატებლობისთვის განწირული. მათ ერთხელ სცადეს პარლამენტში შემოჭრა, თუმცა ვხედავთ, რომ რესურსი არ აქვთ, რადგან არ უმაგრებთ ზურგს ხალხის მხარდაჭერა. ეს არის რეალური და ზედმეტად ნუ იმუქრებიან. ისინი იმუქრებოდნენ კენჭისყრამდე, იმუქრებიან კენჭისყრის შემედეგ. ბუნებრივია, მათ ეს მუქარები არ გაუვათ“ ,-  აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე ყველა ოპოზიციურ პარტიას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო. ამის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს.

დატოვე კომენტარი