საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლებს, საგანგებო სიტუაციების დროს, უსაფრთხოების საკითხებზე თეორიული და პრაქტიკული სწავლება ჩაუტარდათ. ტრენინგი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა გამართეს. სწავლების ფარგლებში, მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საგანგებო შემთხვევების პრევენციის, ევაკუაციის პროცედურებისა და სახანძრო-სამაშველო ძალების მუშაობის შესახებ. პრაქტიკული ნაწილი სიმულაციური სცენარით ჩატარდა, რომელშიც სახანძრო ტექნიკა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მონაწილეობდნენ. სავარჯიშო მოიცავდა ოფისის თანამშრომლებისა და დაშავებულთა ევაკუაციას.