ერთობლივი სპეცოპერაცია

შსს-მ ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობის შედეგად, საფრანგეთში ორი ქართველი, ე.წ. კანონიერი ქურდი და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის რვა წევრი დააკავა.

მასშტაბური სპეცოპერაცია ქართველმა და ფრანგმა სამართალდამცველებმა ერთობლივად დაგეგმეს.

გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა საფრანგეთის ტერიტორიაზე ჯგუფურად არაერთი საცხოვრებელი ბინა გაქურდეს.