ერთობლივი სხდომა კიშინიოვში

კიშინიოვში რუმინეთისა და მოლდოვის პარლამენტების პირველი ერთობლივი სხდომა დაიწყო. მოლდოვური მედიის ინფორმაციით, მასში მონაწილეობას ოპოზიციური კომუნისტებისა და სოციალისტების ბლოკის გარდა, მოლდოვის ყველა პარტია იღებს. ერთობლივ საპარლამენტო სესიას ესწრება მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ. რუმინეთის მხრიდან კი მონაწილეობას ორივე პალატის ხელმძღვანელები, საპარლამენტო ჯგუფები, სენატისა და დეპუტატთა პალატის კომისიების ხელმძღვანელებიც იღებენ.

მანამდე, 2016 წელს მოლდოვამ უმასპინძლა კონგრესს, რომლის შედეგადაც მოლდოვასა და რუმინეთის გაერთიანების აუცილებლობის შესახებ დეკლარაცია მიიღეს. დოკუმენტებში მითითებულია ორი ქვეყნის გაერთიანების სასურველი თარიღი და ამისთვის აუცილებელი ქმედებები: ტერიტორიული რეფორმა, პოლიციის, მთავრობის გაერთიანება, მოლდოვის ევროზე გადასვლა.