ერთობლივი საზღვაო წვრთნები

ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩატარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტისა და ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდების მონაწილეობით. სწავლებაში ჩართული იყო შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გადმოცემული ორი ხომალდი – „დიოსკურია“ და „ოჩამჩირე“, ასევე, ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ოთხი ხომალდი.

წვრთნები ნატო-ს ტაქტიკური სახელმძღვანელოს გამოყენებით ერთობლივ საზღვაო მანევრებსა და პროცედურებს მოიცავდა. მიზანი კი სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და ნატო-ს საზღვაო ძალების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებაა. სწავლება ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის საქართველოში საპორტო ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა.

 

დატოვე კომენტარი