ახალი სასწავლო წლიდან თსუ-სა და ათენის ეროვნული უნივერსიტეტის ერთობლივი საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა დოქტორანტების პირველ ნაკადს მიიღებს.
„განათლებისა და მეცნიერების მმართველობა და ადმინისტრირება“ – ასე ჰქვია პროგრამას, რომელიც განათლების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. დოქტორანტთა პირველ ნაკადს შეეძლება სახელმწიფოს სრული დაფინანსებით ისწავლოს. ამ მიზნით პირველი სამი წლის განმავლობაში სახელმწიფო პროგრამას ყოველწლიურად 300 000 ლარით აფინანსებს. სადოქტორო პროგრამა, რომელიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით შემუშავდა, შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა საგანმანათლებლო ლიდერობა, მეცნიერების მართვა და პოლიტიკის ანალიზი.